სალამი! მე ლიზი ვარ.

გულის სიღრმეში ალბათ ყოველთვის

ვიცოდი, რომ ერთ დღეს მუსიკოსი ვიქნებოდი. 

ბავშვობიდან უამრავ კონცერტსა და კონკურსში ვმონაწილეობდი: ხან წარმატებით, ხანაც – წარუმატებლად. თუმცა, ერთი რამ მაშინაც დანამდვილებით ვიცოდი – მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ამაში განსაკუთრებით მაშინ დავრწმუნდი, როცა თოთხმეტი წლის ასაკში საავტორო სიმღერების წერა დავიწყე. სწორედ მაშინ მივხვდი, თუ რას ნიშნავს საკუთარი მუსიკით მოგვრილი თავისუფლება და ბედნიერება.

2022 წლიდან ვსწავლობ გერმანიაში. სწორედ აქ ავიხდინე ჩემი ერთ-ერთი უდიდესი ოცნება და მონაწილეობა მივიღე პროექტში The Voice of Germany.

ცხოვრების ამ ახალმა ეტაპმა ჩემს მუსიკაზე დიდი გავლენა იქონია. ჩემი სიმღერები პირადი გამოცდილებებითა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებითაა შთაგონებული. გამომდინარე იქიდან, რომ საუბარზე უკეთ სიმღერა გამომდის, ვცდილობ, ყველა ჩემი განცდა მუსიკალურ ბგერებად ვაქციო. ჩემს სიმღერებში მოისმენთ გულწრფელ შეკითხვებსა და პასუხებს. მე კი იმედს დავიტოვებ, რომ ჩემი სათქმელი თითოეულ თქვენგანამდე მოაღწევს და შემდგომში ერთად კიდევ უფრო მეტს ვიტყვით!

The Voice of Germany

,,ამ ხმის პატრონს სწავლისთვის ბევრი დრო არ დაგრჩება” –ჯოვანი ცარელა (Giovanni Zarrella)

ბრმა ქასთინგი

რინგი

გუნდების შეჯიბრი

სურათები: ProSieben/SAT.1/André Kowalski

ლიზი საქართველოში

საქართველოში ყოფნისას რამდენიმე საინტერესო პროექტის მონაწილე ვიყავი. მათ შორის ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი გადაცემა ,,აკუსტიკაში“ შესრულებული საავტორო სიმღერები იყო. გარდა ამისა, 2021 წელს ,,The Voice საქართველოს“ ნახევარფინალისტი გავხდი, რომელიც ჩემთვის პირველი სატელევიზიო კონკურსი და, ამასთან, მნიშვნელოვანი ბიძგი იყო ჩემი შემდგომი ნაბიჯებისთვის.

Lizi & Friendz

,,ლიზი და მეგობრები“ ჩვენი ახლად შექმნილი ქავერ-ბენდია.

სამი მუსიკით გატაცებული მეგობარი ყველასთვის ცნობილ სიმღერებს ახლებურად ვასრულებთ. ამგვარად, შეგვიძლია თქვენთვის მნიშვნელოვანი დღეები კიდევ უფრო გავამრავალფეროვნოთ, თქვენს წვეულებებს ჩვენებური მუსიკალური მუხტი შევმატოთ!

დაინტერესების შემთხვევაში, მოგვმართეთ:

    © 2024 Lizi Gozalishvili

    ლიზი გოზალიშვილი – მომაჯადოებელი ხმა

    კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლიზი გოზალიშვილის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. შთამბეჭდავმა კარიერამ, რომელიც საქართველოს დედაქალაქ თბილისში დაიწყო, ლიზი არაჩვეულებრივ მომღერლად და სიმღერების ავტორად ჩამოაყალიბა. მისი თითოეული გამოსვლა დასამახსოვრებელია.

    ლიზი გოზალიშვილი: მრავალფეროვანი და ემოციური შესრულება

    ლიზის მუსიკალური თავგადასავალი დატვირთულია ისეთი მუსიკალური პროექტებით, როგორებიცაა The Voice საქართველო და The Voice Germany. მან სწორედ ამ კონკურსებში გამოავლინა მრავალფეროვნება და თავისი ღრმა ემოციები. სიმღერებს ასრულებს როგორც ქართულ, ისე გერმანულსა და ინგლისურ ენებზე, რაც მას საშუალებას აძლევს, მისწვდეს კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას.

    ბენდი ბონში: Lizi & Friendz – ლიზი და მეგობრები

    თუკი თქვენ განსაკუთრებული დღისთვის ქალაქ ბონში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საუკეთესო მუსიკალურ გაფორმებას ეძებთ, შეგიძლიათ ბენდს Lizi & Friendz-ს მიმართოთ. ბენდი გთავაზობთ მრავალფეროვან რეპერტუარს, პროფესიონალურად და გამორჩეულად ასრულებს როგორც თანამედროვე ისე ადრეულ ჰიტებს, ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ სიმღერებს, ზრუნავს მსმენელის განწყობაზე და ქმნის შეუდარებელ ატმოსფეროს. ლიზი გოზალიშვილის უნარი, თითოეული ღონისძიება განსაკუთრებულად აქციოს, თქვენს ნდობას ნამდვილად იმსახურებს.

    დაჯავშნეთ თქვენი ღონისძიებისთვის

    სოლო შემსრულებლად თუ ბენდთან ერთად – ლიზი გოზალიშვილი მაღალი დონის მუსიკალური გაფორმებისთვის საუკეთესო არჩევანია. 

    დაგვიკავშირდით, თუკი გსურთ, რომ თქვენი მომდევნო ღონისძიება ლიზის შეუდარებელ შესრულებასთან ერთად კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახდეს.